კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამო პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა

10 აგვისტო, 2004

ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამო პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა

თბილისი. 09.08.04. მედია ნიუსი. ბორჯომის რაიონის სოფ. ტაბაწყურში 60-70 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გზა გადაკეტა და ხელი შეუშალა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ბორჯომის შს სამმართველოს თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა.

მოსახლეობის მხრიდან ქვებისა და სხვა საგნების სროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს სამმართველოს განყოფილების უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ჯემალ გიორგაძემ და ბორჯომის შს სამმართველოს შესაბამისი სამსახურის ინსპექტორმა პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა მანუჩარ ჭყოიძემ.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ამბები