კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოკოითის რეჟიმი შეთანხმებებს მაინც არღვევს

18 აგვისტო, 2004

კოკოითის რეჟიმი  შეთანხმებებს მაინც არღვევს

თბილისი.18.08-04.მედია-ნიუსი. თბილისში ქართულ-ოსური  კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თავჯდომარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერხელ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, წუხელ სოფელი ერედვი და ერედვ-ხეთის შემოვლითი გზა კვლავ ინტენსიურად იბომბებოდა. ცეცხლი ამჟამად ოსების მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან -სარაბუკიდან, დმენისიდან და წვერიახოს მაღლობებიდან გაიხსნა.

დაიღუპა საქართველოს შინაგანი ჯარის სამი მოსამსახურე, დაიჭრა ხუთი. მათი კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა გართულებულია, რადგან კვლავ არსებობს ოსების მხრიდან ცეცხლის გახსნის საფრთხე.

საპასუხო ცეცხლი გახსნა ქართულმა მხარემაც, თუმცა მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ოსური მხარე ცნობებს არ ავრცელებს.

არსებობს ინფორმაცია, რომ თითქმის ყოველ ღამე ინტენსიური სროლის გამო, ცხინვალი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, ძირითადად, ქალებმა და ბავშვებმა დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცხინვალში იგეგმება შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელსაც ედუარდ კოკოითიც დაესწრება. ამ სხდომის შემდეგ გაირკვევა, შედგება თუ არა მისი შეხვედრა საქართველის პრემიერ მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან.

ამასთან, წუხანდელი სროლების გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონიდან შინაგანი ჯარის ნაწილების 30 პროცენტის გამოყვანის საკითხი. საქართველოს ხელისუფლება ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ ოსური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ დაარღვევდა.

ახალი ამბები