კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყოფილი პოლიტპატიმრები“ ტელეკომპანია „კავკასიას“ სოლიდარობას უცხადებენ

19 აგვისტო, 2004

„ყოფილი პოლიტპატიმრები“ ტელეკომპანია „კავკასიას“ სოლიდარობას უცხადებენ

თბილისი.18.08.04.მედია-ნიუსი. „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძალაუფლების აღების პირველივე დღეებიდან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელ (ე.ი. მისთვის არასასურველ) საშუალებებს შეუზღუდოს ან საერთოდ მოუსპოს მუშაობის შესაძლებლობა“,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ 18 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის წევრთა აზრით, ხელისუფლება ბოლო დღეებია ცდილობს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიას“ დახურვას, რის საბაბად რამდენიმე ათასი ლარის დავალიანებას იყენებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება მედიის შევიწროებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს-„ჟურნალისტების დევნა - შევიწრიოება, რედაქტორებისა და მედიის საშუალებათა მეპატრონეების მიმართ შანტაჟი და მუქარა, მათთვის ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნა და ამ საბაბით მათი დახურვა, სასამართლოში ჩივილი და მოსამართლეთა მიერ მედიის წინააღმდეგ შეკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანა“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პრობლემის წინაშე არმოჩდნენ ტელეკომპანიები: „მე-9 არხი“, „იბერია“, „მზე“, გაზეთები: „დილის გაზეთი“, „თავისუფალი გაზეთი“, „ახალი ეპოქა“, „ქართული მწერლობა“, ჟურნალები: „პრეს-რემიერი“, „ომეგა“ და „იმიჯი“, ეს იმ დრო როდესაც სახელსუფლებო პროპაგანდის მთავარ ძალას- ტელეარხებს „პირველ არხსა“ და „რუსთავი 2_ს“ სრული ფინანსური ამნისტია აქვთ გამოცხადებული და მათი მილიონობით დოლარით დავალიანებაზე ხელისუფლება შეგნებულად ხუჭავს თვალს“.

განცხადების ავტორები ტელეკომპანია  „კავკასიას“ სოლიდარობას უცხადებენ და ამისკენ მოუწოდებენ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ადამიანის უფლებათა დამცველობაზე პრეტენზია აქვთ.

ახალი ამბები