კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი გარემოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

19 აგვისტო, 2004

ყოფილი გარემოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

თბილისი.18.08.04.მედია-ნიუსი. თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის ადმინისტრაციას ყოფილი გარემოვაჭრეები დაუპირისპირდნენ და მას ბაზრის სავაჭრო ადგილებზე დაწესებული ტარიფის უკანონოდ გაზრდაში ადანაშაულებენ.

ტარიფის შემცირებისა და ბაზრის ხელმძღვანელობის მხრიდან პირობის შესრულების მოთხოვნით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ვაჭრობაც შეწყვიტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ერთი თვის წინათ თუ სავაჭრო ადგილში ოთხ ლარს იხდიდნენ, ახლა გადასახადი თანხა ბაზრის ადმინისტრაციამ ცხრა ლარამდე გაზარდა.

მოვაჭრეები დახმარების მიზნით დედაქალაქის მთავრობას მიმართავენ.

როგორც ცნობილია, თებერვალში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში აიკრძალა გარე ვაჭრობა, ხოლო გარემოვაჭრეებს („ვაგზლის მოედანსა“ და ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან) ალტერნატიული სავაჭრო ადგილები ცენტრალურ სუპერმარკეტში შესთავაზეს.

დედაქალაქის მთავრობის დაპირებით, ყოფილი მოვაჭრეები სავაჭრო ადგილზე დაწესებული ტარიფისაგან უნდა განთავისუფლებულიყვნენ.

ახალი ამბები