კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართველი ქართველს“ თურქეთში მონად ჰყიდდა

20 აგვისტო, 2004

„ქართველი ქართველს“ თურქეთში მონად ჰყიდდა

კახეთის საოლქო პროკურატურამ თრეფიქინგის შემთხვევა გამოავლინა. ლაგოდეხელი მეგი, შემდეგში უკვე მერიამი, თურქეთში გათხოვების შემდეგ დედასთან ერთად საქართველოდან თურქეთში ადამიანებით ვაჭრობას ეწეოდნენ. მათ საქართველოდან ქალები თურქეთში მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის დაპირებით თურქეთში გადაჰყავდათ.

მათი დაკავების შემდეგ ტყვეობას ოთხმა ქართველმა გოგონამ დააღწია თავი, მათ შორის ელენე და ინგა კახეთის საოლქო პროკურატურამ სახმელეთო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა.

სასამართლოს მიმართ პროკურატურის შუამდგომლობით, მათ პოლიციის ზედამხედველობაში ყოფნა შეეფარდა. დედა-შვილს შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სერიოზული სასჯელი - სამუდამო პატიმრობა მიესაჯოთ.

ახალი ამბები