კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხელ ხაზზე მოქალაქეებს თავად პროკურორები პასუხობენ

20 აგვისტო, 2004

ცხელ ხაზზე მოქალაქეებს თავად პროკურორები პასუხობენ

თბილისი.18.08.04.მედია-ნიუსი. გენერალურ პროკურატურაში მოქმედ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან უკანონობის ჩადენის შემთხვევაში ანონიმურად მიმართონ, თუმცა, ამის მიუხედავად, ბევრი მათგანი თანახმაა, პროკურატურისთვის ინფორმაციის მოწოდებისას თავისი ვინაობა გაამხილოს, - აცხადებს გენერალური პროკურორის მოადგილე ნონა წოწორია.

გენერალურ პროკურატურაში ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 99 74 10, 16 აგვისტოს ამოქმედდა და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება, არამედ მათზე რეაგირება“, - განაცხადა წოწორიამ.

ცხელ ხაზზე მოქალაქეებს თავად პროკურორები პასუხობენ და საჭიროების შემთხვევაში ისინი მოქალაქეებს კონსულტაციებსაც უწევენ.

რეაგირება ხდება და მოხდება ყველა ინფორმაციაზე, მათ შორის პროკურორების მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე.

ახალი ამბები