კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულხან მოლაშვილი სტრასბურგში სარჩელს აგზავნის

20 აგვისტო, 2004

სულხან მოლაშვილი სტრასბურგში სარჩელს აგზავნის

თბილისი.18.08.04.მედია-ნიუსი. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე თბილისის პროკურატურის აცილების საკითხი გენერალურ პროკურატურას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი შუამდგომლობა ორი კვირის წინათ დაისვა და მისი განხილვისათვის კი სამდღიანი ვადა არსებობს.

როგორც მოლაშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, საქმე ჯერ კიდევ ქალაქის პროკურატურას აქვს და ქალაქის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა თავისი პოზიცია ამ საკითხზე უკვე გამოხატა. გრიგალაშვილმა სამი კვირის წინათ განაცხადა, რომ მოლაშვილი პოლიციაში არ უწამებიათ.

მომავალ კვირაში სტრასბურგში გაიგზავნება მოლაშვილის სარჩელი, რომლითაც პატიმარი საქართველოს ხელისუფლებას მისი დაპატიმრებისა და უფლებების დარღვევის გამო უჩივის.

ასეთი სარჩელები სტრასბურგში უკვე გააგზავნა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გია ფაცურიამ.

სულხან მოლაშვილი ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ახალი ამბები