კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერნეტ-ფორუმის აქციები რუსეთის საელჩოსთან გრძელდება

23 აგვისტო, 2004

ინტერნეტ-ფორუმის აქციები რუსეთის საელჩოსთან გრძელდება

რუსეთის საელჩოს წინ მიმდინარე აქცია, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყო, კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები გმობენ რუსეთის ორმაგ პოლიტიკას და რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ.

მათ რუსეთის ელჩის სახელზე მოამზადეს კიდეც პეტიცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარები არა მარტო ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას კონფლიქტურ ზონაში, არამედ მათი თანდასწრებით და ხელშეწყობით იბომბება ქართული სოფლები და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც უმეტეს შემთხვევაში ეთნოწმენდისა და გენოციდის ნიშნებს ატარებს. ყოველივე ზემოთხსენებულის გამო, აქციის მონაწილენი მოითხოვენ რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელთა საქართველოს კონსტიტუციური ტერიტორიიდან გაყვანას.

საპასუხოდ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები მათ მუშაობაში უშლიან ხელს და შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ.

ახალი ამბები