კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის მინისტრმა პატიმარი ქალები მოინახულა

25 აგვისტო, 2004

იუსტიციის მინისტრმა პატიმარი ქალები მოინახულა

გუშინ იუსტიციის მინისტრმა პატიმარი ქალები მოინახულა თბილისის #1 საპყრობილეში, სადაც საკმაოდ გაუსაძლისი სიტუაციაა. მან თავადვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ საპყრობილეში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. მინისტრის განცხადებით, შენობა ამორტიზებულია და მისი ფუნქციონირება დაუშვებელია.

აღნიშნული საპყრობილის დათვალიერების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი ქალთა კოლონიის დასათვალიერებლად გაემართა, სადაც ახალი ციხე შენდება.

ქალთა ახალი ციხის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 20 ნოემბრისათვის დასრულდება. ციხე 110 პატიმრისთვისაა გათვლილი. ახალი ციხე საკმაოდ ცივილიზებულად იქნება მოწყობილი. პატიმარს, რომელიც ამ ციხეში მოიხდის სასჯელს, შეეძლება ბიბლიოთეკით სარგებლობა და საკანის მაგიერ სასადილოში ისადილოს.

რაც შეეხება ქალებისათვის ახალი ციხის მშენებლობის თანხებს, მინისტრის თქმით, იგი ბიუჯეტიდან იქნება მობილიზებული. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონნახევარი ლარიდან 270 ათასი ციხის მშენებლობას მოხმარდება.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რამოდენიმე დღეში დაიწყება ქუთაისის ახალი ციხის მშენებლობაც, რომელიც ევროსტანდარტებზე იქნება გათვლილი.

ახალი ამბები