კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსებმა სალოცავად მისული მოქალაქე გაიტაცეს და სასტიკად აწამეს

31 აგვისტო, 2004


ოსებმა სალოცავად მისული ქართველი გაიტაცეს და სასტიკად აწამეს

თბილისი. 31.08.04. მედია-ნიუსი. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 30 აგვისტოს გაიტაცეს სოფელ ერედვში მცხოვრები ი. მ. ინციდენტი სოფელ ერედვთან ახლოს მდებარე წვერიახოს მთასთან მოხდა. ი. მ. სანთლებით იქ სალოცავად იყო მისული.

ი. მ-ს მთელი ღამის განმავლობაში ცხინვალის შს სამინისტროს შენობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გარდა იმისა, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, იგი სასტიკადაა ნაწამები.

ამის გამო სოფელ ერედვის მოსახლეობას დილიდან გაჩერებული ჰყავდა ავტობუსი, რომელშიც ცხინვალის რეგიონის ოსი მაცხოვრებლები მგზავრობდნენ. ავტობუსი დმენისი-ცხინვალის რეისს ასრულებდა. ერედვის მოსახლეობა მოითხოვდა ი. მ-ს გათავისუფლებას.

„სამხრეთ ოსეთის“ ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირინა გაგლოევას განცხადებით, აღნიშნული ავტობუსი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც არ ადასტურებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ალეკო სუხიტაშვილი.

31 აგვისტოს, გამთენიისას ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართა ოსურ მხარესთან და ი. მ. დაახლოებით დილით 10 საათისთვის გაათავისუფლეს.

იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალი ამბები