კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუჩის ბავშთა თავშესაფარი უქმდება

31 აგვისტო, 2004

ქუჩის ბავშვთა თავშესაფარი უქმდება

ბათუმი30.08.04.მედია-ნიუსი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბათუმში მოქმედი მიუსაფარ ბავშთა ერთადერთი მიმღებ-გამანაწილებელი ლიკვიდირებულია. ცენტრის ხელმძღვანელობა კადრების განკარგულებაში რჩება, ხოლო რიგითი თანამშრომლები თანამდებობიდან განთავისუფლდნენ.

მიუსაფარ და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ბათუმური ცენტრი 1936 წელს დაარსდა, ხოლო ბოლო სარემონტო სამუშაოები 2002 წელს, აჭარის ყოფილი ლიდერის მხარდაჭერით ჩატარდა.

მიუსაფარ ბავშთა პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები აჭარის შს სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, ე.წ. ქუჩის ბავშთა პრობლემა ამ ცენტრის გაუქმების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდება. უმუშევრად დარჩენილი ცენტრის რამდენიმე ათეული თანამშრომელი პრეზიდენტ სააკაშვილსა და შს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დახმარებისთვის მიმართავენ.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მასშტაბით მსგავსი ორი ცენტრი ფუნქციონირებდა. ბათუმური ცენტრის გაუქმების პარალელურად, კვლავ გაურკვეველია თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ბავშთა მიღების, პროფილაკტიკისა და ორიენტაციის ცენტრის დაქვემდებარებისა და ფუნქციონირების საკითხიც.

ახალი ამბები