საბჭოური პასპორტები საბოლოოდ ძალადაკარგულად ცხადდება
დღეიდან საბოლოოდ უქმდება ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტები - ის მოქალაქეები, ვისაც ეს საბუთი ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ, მას პირადობის დამადასტურებლად ვეღარ გამოიყენებენ. სანაცვლოდ, მოსახლეობამ პირადობის დამადასტურებელი ეროვნული მოწმობის ასაღებად უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო რაიონულ განყოფილებებს.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული საბჭოური პასპორტები საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტს ჯერ კიდევ აქვს.
ახალი პასპორტების გაცემა გამარტივებული წესებით მოხდება.