კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შიმშილობის დაწყებას აპირებს

1 სექტემბერი, 2004

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შიმშილობის დაწყებას აპირებს

ფოთი. 31.08.04. მედია ნიუსი.  ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ და მსახიობებმა დახმარებისთვის ადგილობრივი საკრებულოს წევრებს მიმართეს.

ისინი თავიანთ კუთვნილ, ექვსი თვის განმავლობაში გაუცემელ ხელფასებსა და იმ სამართალდამცავთა დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ძალისმიერი მეთოდებით მერის ვახტანგ ალანიას კაბინეტიდან მსახიობები გამოაძევეს.

მერიის ხელმძღვანელობის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელფასების გაცემა თეატრისთვის სამართლებრივი სტატუსის არარსებობის გამო ვერ ხერხდება, თეატრის მოღვაწეები და მსახიობები აბსურდულს უწოდებენ.

„თეატრის სტატუსსა და მსახიობებისათვის ხელფასების გაუცემლობას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. თეატრის სტატუსის განსაზღვრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და არა მსახიობებმა. შესაბამისად, გამოიკვეთა მერიის მიზანმიმართული ქმედება, სტატუსის გარეშე დატოვონ, გააუქმონ და შენობა ჩამოართვან 70-წლიანი ტრადიციის მქონე თეატრს“, - აღნიშნა „მედია-ნიუსთან“ საუბრისას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნიჟარაძემ, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას 31 აგვისტოს დღის ბოლომდე ხელფასების გაცემა ურჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას და ვახტანგ ალანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

თეატრის მიმართ დავალიანება 70 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი კატეგორიის მსახიობის ხელფასი 100 ლარს არ აჭარბებს. თეატრში სულ 83 თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ თეატრის 80-ზე მეტი წარმომადგენელი 30 აგვისტოს მერის კაბინეტში შეიჭრა და ხელფასების დაუყოვნებლივ გაცემა მოითხოვა.

ღამის 2 საათზე, სამართალდამცავებმა მსახიობები ძალისმიერი მეთოდებით კაბინეტიდან გამოიყვანეს.

ახალი ამბები