კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში სპეცოპერაციისას 12 ადამიანი დააკავეს

2 სექტემბერი, 2004

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში სპეცოპერაციისას 12 ადამიანი დააკავეს

თბილისი. 02.09.04. მედია-ნიუსი. პარლამენტარ ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავების მიერ ქალაქ ბათუმის ცენტრალური ბაზრის დარბევისას დაკავებულია 12 ადამიანი - საქართველოს ერთიანობის კავშირის კოორდინატორი ჯუმბერ თავართქილაძე, აგრეთვე, გიორგი ნოღაიდელი, რევაზ მგელაძე, ვაჟა ართმელაძე, ბადრი შაინიძე, კობა კაკაბაძე, ედნარ ხოხბა, ჯემალ მიქელაძე, ალეკო ქინქლაძე, მინდია ტაბატაძე, არსენ მგელაძე, კახა ძოძუაშვილი.

როგორც ძიძიგური აცხადებს, თითოეული მათგანი პოლიტიკური პატიმარია და თუ უახლოეს ერთ დღეში არ იქნებიან გათავისუფლებული, საქართველოს ერთიანობის კავშირის წევრები შიმშილობის ფართომასშტაბიან აქციას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს სპეცრაზმმა მოვაჭრეებს ბაზრის შენობა ძალით დაატოვებინა.

ახალი ამბები