კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირები პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან

3 სექტემბერი, 2004

პროფკავშირები პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან

თბილისი.03.09.04.მედია-ნიუსი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარემ ირაკლი ტუღუშმა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პროფკავშირებს მიაჩნია, რომ 2003 წლის დეკემბერს პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანით უხეშად დაირღვა ათასობით ადამიანის უფლებები. კერძოდ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მუშაკს აღარ ეძლევა სახელფასო დავალიანება და გამოსასვლელი დახმარება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და და 32-ე მუხლების დებულებებს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შეჩერებით კი შტატების შემცირებისა და დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულ პირებს ერთმევათ უფლება მიიღონ სამსახურიდან გათავისუფლებისას გათვალისწინებული დახმარებები- კომპენსაციები.

პროფესიული კავშირები მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი 2003 წლის 31 დეკემბრის № 3211-ის ცვლილებები საქართველოს კანონში „საჯარო მოსამსახურეთა შესახებ“ და შეჩერებულ იქნას სადავო კანონის მოქმედება კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

ახალი ამბები