კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პრეზიდენტისგან საქვეუწყებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

3 სექტემბერი, 2004

არასამთავრობოები პრეზიდენტისგან საქვეუწყებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

თბილისი.03.09.04. მედია-ნიუსი. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის წინააღმდეგ, მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირმა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

კავშირის გამგეობის წევრებმა, რომლებსაც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა, უნდობლობა გამოუცხადეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ლომაიასა და მის გუნდს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მოუწოდეს, არ განიხილონ და შესაბამისად, არ მიიღონ „ანტისახელმწიფოებრივი“, „ანტიეროვნული“ კანონპროექტები. ამ მიზნით, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე წერილობითი განცხადება მოამზადეს.

„წარმოდგენილი კანონპროექტები მთლიანად უარყოფს ქართულ ტრადიციაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ განათლების სფეროს, რეფორმისა და სიტემის მართვისაგან ჩამოცილებულია სამეცნიერო, პროფესიული და პრაქტიკოსი კადრები“, - ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელშიც ოთხი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული; კერძოდ, არ მიიღონ კანონპროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ“, „უმაღლესი სკოლის შესახებ“, შეწყდეს არასამთავრობო ორგანიზაციების (თავისუფლების ინსტიტუტი, „კმარა“) წარმომადგენელთა დიქტატი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე; პრეზიდენტთან შეიქმნას საუწყებათაშორისო კომისია, რომელიც იმუშავებს განათლების სისტემის განვითარებაზე და ბოლოს, შეიცვალოს რეფორმის შინაარსი.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.

ახალი ამბები