კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს

9 სექტემბერი, 2004

მოშიმშილე პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მედია ნიუსი. 18 დღიანი შიმშილობის შემდეგ, თბილისი #1 საპყრობილის მსჯავრდებული ზ. კ. ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას პირი მავთულებით ჰქონდა ამოკერილი.

როგორც სააგენტო მედია-ნიუსს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ზ. კ-მ შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხის ადმინისტრაციამ მას სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი უთხრა. მისმა ადვოკატმა გოჩა დარჩიამ დახმარებისათვის ომბუდსმენის აპარატს მიმართა.

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ლომსაძემ შუამდგომლობით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს რამაზ დულაძეს, რომელმაც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ექიმები კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიზისულად მიიჩნევენ.

ზ.კ-ს შეფარდებული აქვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. იგი მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ახალი ამბები