კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტს ბესლანი დაატოვებინეს

9 სექტემბერი, 2004

ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტს ბესლანი დაატოვებინეს

თბილისი.08.09.04.მედია-ნიუსი. ტელეკომპანია „მზის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ჟურნალისტი ზურაბ დვალი იძულებული გახდა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქი ბესლანი დაეტოვებინა.

7 სექტემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე ბესლანიდან სატელევიზიო ჩართვის შემდეგ მისი ვინაობით ადგილობრივი მაცხოვრებლები დაინტერესდნენ. სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ მათთან ოსი სამართალდამცველები მივიდნენ.

როგორც გაირკვა, ისინი გაღიზიანდნენ როცა შეიტყვეს რომ ზურაბ დვალი ქართული ტელეკომპანიის წარმომადგენელი იყო. 8 სექტემბერს 04.00 საათზე მას სასტუმროში მიაკითხეს ოსმა სამართალდამცველებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე  გაჩხრიკეს მისი პირადი ნივთები, ჩამოართვეს დოკუმენტები და აკრედიტაცია. მათ ზურაბ დვალს ურჩიეს ქალაქი დაეტოვებინა და საკუთარი მანქანით გადაიყვანეს ვლადიკავკაზში.

ზურაბ დვალი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქიდან მოსკოვში ჩაფრინდა.

ახალი ამბები