კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი გარემოვაჭრეები ადგილებს არ თმობენ

15 სექტემბერი, 2004

ქუთაისელი გარემოვაჭრეები ადგილებს არ თმობენ

ქუთაისი. 14.09.04.მედია ნიუსი. ქუთაისში გარემოვაჭრეებმა ქალაქის ადმინისტრაციული ინსპექციისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს გარევაჭრობის აკრძალვის გამო ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

ქუთაისის მერის გია გიორგაძის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბის ჩასასვლელში გარევაჭრობა აიკრძალა და მიმდინარეობს მისი კეთილმოწყობის სამუშაოები, რამაც გარემოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ინსპექციის თანამშრომელთა და გარემოვაჭრეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, ქუთაისის მერი აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი, თუმცა „თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, ანუ გარემოვაჭრეებმა მართლაც გაუწიეს წინააღმდეგობა ადმინისტრაციული ინსპექციის თანამშრომლებს, ყველას წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რადგან არავის ეპატიება სამართალდამცავებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა“.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე გვირაბის ჩასასვლელი ქუთაისის ადმინისტრაციულმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს ერთი თვის წინათ დაატოვებინა და მათ ბაზრის ტერიტორიაზე გადაყვანას დაპირდნენ, თუმცა სავაჭრო ადგილებით გარემოვაჭრეთა მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილეს. სავაჭრო ადგილების გარეშე დარჩენილმა მოვაჭრეებმა ვაჭრობა ძველ ადგილზე განაახლეს, რის გამოც აღნიშნული ინციდენტი მოხდა.

ახალი ამბები