კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კემულარია უკანონო პატიმრობით დაინტერესდა

17 სექტემბერი, 2004

კემულარია უკანონო პატიმრობით დაინტერესდა

მედია ნიუსი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კემულარიამ უკანონო პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კემულარიას თქმით, საქართველოში პატიმრების უფლებების დარღვევასა და უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით მძიმე სიტუაცია იყო. განსაკუთრებით ხშირი იყო საპროცესო ვადების დარღვევა, რაც უნდა აღმოიფხვრას.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გარდა, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კემულარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება და მისი მიზანი სახელმწიფოში სამართლის განმტიცებაა.

„ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისას უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვა და ამისათვის ყველა სტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“- თქვა კემულარიამ.

ახალი ამბები