კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბანში რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს

22 სექტემბერი, 2004

გარდაბანში რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს

გარდაბანი. 22.09.04. მედია-ნიუსი. დღეს დილიდან გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად გარდაბანი-ჯანდარისკენ მიმავალი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტა.

როგორც აქციის ორგანიზატორი, გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ტელმან გასანოვი აცხადებს, ქვემო ქართლში კორუფცია მძვინვარებს და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თანამდებობებზე იგივე ჩინოვნიკები დარჩნენ, რომლებიც თავის დროზე კორუფციაში იყვნენ ჩაფლული.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ მაზმიშვილი, გარდაბნის გამგებელი დავით ნადაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები რეგიონში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე არ ფიქრობენ.

ამასთან, გასანოვი აცხადებს, რომ ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულია მხოლოდ ქართველები და აზერბაიჯანელებს არ აძლევენ თანამდებობის დაკავების უფლებას.

„არ გავხსნით რკინიგზას, თუ არ გაგვიწევენ ანგარიშს და ჩვენი უფლებების შელახვა არ შეწყდება.  მაქვს დოკუმენტური მასალა ყველა იმ ჩინოვნიკის წინააღმდეგ, ვინც ჩაფლულია კორუფციაში“,- აცხადებს გასანოვი.

ახალი ამბები