კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია პანკისის ხეობის სიღრმეში გადაინაცვლებს

28 სექტემბერი, 2004

პოლიცია პანკისის ხეობის სიღრმეში გადაინაცვლებს

თბილისი.27.09.04.მედია-ნიუსი. კახეთის სამხარეო პოლიციის პანკისის ხეობის ქვეგანყოფილება უახლოეს ხანში დისლოკაციის ადგილს შეიცვლის და ხეობის სიღრმეში, სოფელ დუისში გადაინაცვლებს.

ქვეგანყოფილება, სადაც 20-მდე თანამშრომელი მსახურობს, დღემდე ხეობის განაპირა სოფელ კუწახტასთან ახლოსაა განთავსებული, რის გამოც სოფლებში რეალური კონტროლის განხორციელება ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დისლოკაციის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას სწორედ ამ მიზეზით ხსნიან.

შენობის აგებისთვის საჭირო თანხა ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ თანხებს შს სამინისტრო გაიღებს.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში, კერძოდ სოფელ დუისსა და წინუბანში არსებული შინაგანი ჯარის საგუშაგოებს, ისინი ფუნქციონირებას კვლავ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ ხეობაში შინაგანი ჯარის შვიდი საგუშაგო გაიხსნა, იქ ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ კი მათი რიცხვი ორამდე შემცირდა.

ახალი ამბები