კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აკაკი ელიავას და გოჩა გვილავას რეაბილიტაციის საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს

28 სექტემბერი, 2004

აკაკი ელიავას და გოჩა გვილავას რეაბილიტაციის საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს

თბილისი.27.09.04.მედია-ნიუსი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე, 2000 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის პოლიციის ეზოში მოკლული აკაკი ელიავასა და გოჩა გვილავას რეაბილიტაციის საკითხს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა 30 სექტემბერს განიხილავს.

როგორც სააგენტო „მედია-ნიუსს“ ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, უზენაეს სასამართლოში მან გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ წლეულს ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გვილავა და ელიავა ყველა ბრალდებაში (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, მკვლელობები, იარაღის უკანონო ტარება და ა.შ.) გაამართლეს, გარდა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა.

ბესელია მოითხოვს, მოკლულები ამ ბრალდებაშიც გაამართლონ, ვინაიდან მათგან წინააღმდეგობის გაწევა არ დასტურდება - გვილავასა და ელიავას ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს.

აკაკი ელიავა და მისი მომხრეები შევარდნაძის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ და ტყეში იყვნენ გასული. ხელისუფლებამ 2000 წელს მათი შემორიგება გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმართებოდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მაშინდელი შს და უშიშროების მინისტრები.

2000 წლის 10 აგვისტოს ელიავა, გვილავა და მათთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი თბილისიდან ზუგდიდისაკენ მიემართებოდნენ. ისინი ზესტაფონის პოლიციაში გააჩერეს. როგორც შემდეგ პროკურატურა ამტკიცებდა, მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, მძევლად ხელში ჩაიგდეს პოლიციის თანამშრომლები, რის გამოც ზესტაფონის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა რუბენ ასანიძემ ელიავას და გვილავას ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ახალი ამბები