კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკონომიკის სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი გადაიდო

28 სექტემბერი, 2004

ეკონომიკის სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი გადაიდო


თბილისი.24.09.03.მედია-ნიუსი. მანანა არჩვაძის „მრგვალი მაგიდის“ წევრების სასამართლო პროცესი 6 ოქტომბრისთვის გადაიდო. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება საქმეში გაჩენილი ახალი გარემოებების გამო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თამაზ წიკლაური, ირაკლი შონია და ლაშა ქაცანაშვილი ივლისის თვეში დააკავეს, მაშინ  როცა „მრგვალი მაგიდა“ ეკონომიკის სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას მართავდა.

მათ ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის ფიზიკურ შეურაცხყოფის მიყენებაში ედებათ ბრალი, თუმცა „მრგვალი მაგიდის“ წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბიმურზა აფრასიძის განცხადებით, ისან-სამგორის სასამართლომ ამჯერადაც დაარღვია კანონი, როცა კოდექსით გათვალისწინებული 10 დღის ნაცვლად, 12 დღით გადადო სასამართლო პროცესი. 

ახალი ამბები