კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა არასამთავროები დარბაზში არ შეუშვა

1 ოქტომბერი, 2004

სახალხო დამცველმა არასამთავროები დარბაზში არ შეუშვა

თბილისი.29.09.04.მედია-ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და სამართალი“ და „თემთა კავშირი“ „თბილგაზის“ შესაძლო პრივატიზაციას აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ სახალხო დამცველის ოფისში დაგეგმილი ჰქონდათ პრესკონფერენციის ჩატარება, მაგრამ ისინი დარბაზში არ შეუშვეს.

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განმარტებით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს „თბილგაზთან“ დაკავშირებით პრესკონფერენციის ჩატარება უნდოდათ, რის შესახებაც ის საქმის კურსში არ იყო. ამასთან, ეს საკითხი არ ეხება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს და შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი ყველას დარბაზს ვერ დაუთმობს.

არასამთავრობოების განცხადებით, თბილისის პრემიერს „ფარული კავშირი აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან“, კერძოდ, ლაპარაკია „თბილგაზის“ აქციათა პაკეტის ეკონომიკის სამინისტროსთვის შესაძლო  გადაცემაზე, რაც „თბილგაზის“ საპრივატიზაციო ნუსხაში შეყვანისა და მისი „გაზპრომისათვის“ გადაცემის საფუძველი გახდება.

ახალი ამბები