კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდება

1 ოქტომბერი, 2004

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისი.30.09.04.მედია ნიუსი. თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტების საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის შენობაში კვლავ გრძელდება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, თანამდებობები დატოვონ უნივერსიტეტის ფილიალის იმ პროფესორ მასწავლებლებმა, რომლებიც ასლან აბაშიძის რეჟიმს მხარს უჭერდნენ, უცვლელია.

სტუდენტების განცხადებით, როდესაც ბათუმში საპროტესტო აქციებს არბევდნენ, ბათუმის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების უმრავლესობა ტელევიზიით გამოდიოდა და ასლან აბაშიძის რეჟიმს იცავდა.

დღეს ბათუმელი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორის რევაზ სტურუას ბათუმში ჩასვლას ელოდებიან. სტუდენტების აქციას შეუერთდნენ ორგანიზაცია „სტუდენტ ახალგაზრდობის კავშირის“ წევრებიც.

თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია 28 სექტემბერს დაიწყეს. აჭარაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა მხოლოდ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის რექტორმა თემურ ქიქავამ.

ახალი ამბები