კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელმა გლეხებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

1 ოქტომბერი, 2004


კახელმა გლეხებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.30.09.04.მედია-ნიუსი. დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების - სამთაწყაროსა და ფიროსმანის დაახლოებით 70 მცხოვრებმა სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას მოითხოვს.

როგორც „მედია-ნიუსთან“ საუბრისას აქციის ერთერთმა მონაწილემ გიორგი გეთიაშვილმა განაცხადა, პრობლემების გადაწყვეტაში მოსახლეობას არც დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ლაერტ ზუბადალაშვილი და არც რაიონის გამგებელი სოსო ხაჩიაშვილი არ ეხმარებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ჯერ კიდევ რთველის დაწყებამდე მათ შეპირდნენ, რომ შავი ყურძნის ფასი ჩაბარებისას მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა ფასი არათუ გაიზარდა, არამედ მნიშვნელოვნად დაეცა.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, აქციას უფრო მასშტაბური ხასიათი  მიეცემა.

გიორგი გეთიაშვილის თქმით, პოლიცია და თავად რაიონის გამგებელი აქციის მონაწილეებს კანცელარიასთან შეკრებას უკრძალავენ.

ახალი ამბები