კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველომ ჩეჩენ ლტოლვილთა სია შესაძლოა რუსეთს გადასცეს

5 ოქტომბერი, 2004

საქართველომ ჩეჩენ ლტოლვილთა სია შესაძლოა რუსეთს გადასცეს

თბილისი.03.10.04. მედია-ნიუსი. საქართველო მზად არის რუსეთს მიაწოდოს ყველა ინფორმაცია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ლტოლვილებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ რუსეთის მხარეს გადასცენ პანკისში მცხოვრებთა სია ნებისმიერი შემოწმებისთვის.

ოქრუაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში იმალება ამჟამად ძებნილი, 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებებში ეჭვმიტანილი აჩემეზ გოჩიაევი.

რუსეთის ეჭვი პანკისის ხეობაში ტერორისტთა ბაზების არსებობის შესახებ, 13 სექტემბერს საქართველოში აშშ-ს ელჩმაც რიჩარდ მაილსმაც დაადასტურა. თუმცა, იმავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
მისი თქმით, აშშ-ს, რუსეთსა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით, პანკისის ხეობა ტერორისტთა თავშესაფარს აღარ წარმოადგენს. 

ცნობისათვის: სექტემბრის ბოლოს საქართველოს შსს-ს და უშიშროების თანამშრომლებმა პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილთა საბუთების შემოწმება დაასრულეს. ეს შემოწმება სულ 2 ათასმა ადამიანმა გაიარა.

ახალი ამბები