კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოლაშვილის წამების ფაქტი კიდევ ორმა სხვადასხვა ექსპერტიზამ დაადასტურა

5 ოქტომბერი, 2004

მოლაშვილის წამების ფაქტი კიდევ ორმა სხვადასხვა ექსპერტიზამ დაადასტურა

თბილისი.01.10.04.მედია–ნიუსი. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ერთი კომისიური სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაშვილი ნაწამებია, – განუცხადა სააგენტო „მედია–ნიუსს“ მოლაშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

მისი ინფორმაციით, თავის მხრივ გამოკვლევა ტესტირების გზით ჩაატარა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია,“ რომლის დასკვნით, მოლაშვილი, მისი ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, ნაწამებია.

სულხან მოლაშვილის წამების თაობაზე ინფორმაცია მისი დაკავებიდან ორნახევარი თვის შემდეგ, წელს ივნისში გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

მოლაშვილი აცხადებს, რომ იგი პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში აწამეს. ამ ფაქტზე აღძრულ საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

ახალი ამბები