კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა

5 ოქტომბერი, 2004

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა


თბილისი.30.09.04.მედია-ნიუსი. უკვე მეოთხე დღეა, ხარაგაულისა და ახალციხის რაიონების საზღვარზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი იწვის. ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი თამარ ლებანიძე და მისი მოადგილე გიორგი იმნაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად ტყე-პარკის დაახლოებით 7-8 ჰექტარი იწვის. ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობს ადიგენის, ბორჯომისა და ახალციხის შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მოსახლეობა და რეზერვისტები.

იმნაძის განცხადებით, თბილისიდან დამატებითი ძალების ჩაყვანა აუცილებელი არ არის. სავარაუდოდ, ხანძრის ლოკალიზება ორ დღეში მოხდება. იგი ჯერ-ჯერობით ნაადრევად მიიჩნევს ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბარს.

ახალი ამბები