კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნავთობის დაღვრამ საგარეჯოში წყლის დაბინძურება გამოიწვია

5 ოქტომბერი, 2004

ნავთობის დაღვრამ საგარეჯოში წყლის დაბინძურება გამოიწვია


თბილისი.30.09.04.მედია-ნიუსი. საგარეჯოს რაიონში სასმელი წყლის ორი სათავო ნაგებობიდან ერთ-ერთი ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური დაბინძურებაა აღმოჩენილი, რაც სოფელ ნონიწმინდაში ჭაბურღილიდან ნავთობის დაღვრამ გამოიწვია.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სათავო ნაგებობა მთლიანად გათავისუფლებულია ნავთობისგან, უახლოეს ხანში კი მოხდება წყლის დაქლორვა, გამოირეცხება თავად ნაგებობაც.

მათივე ინფორმაციით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტებმა სოფლებში - ნინოწმინდისა და წყაროსთავში ჩაატარეს რადიაციული ფონის გაზომვითი სამუშაოები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფონი მომატებული არ არის.

რაც შეეხება ნიადაგს, იგი დაბინძურებულია მხოლოდ ჭაბურღილის ახლო მდებარე ტერიტორიაზე. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან დაბინძურებულია ვენახი და ხეხილი.

ცნობისთვის: ნავთობი 10 სექტემბერს ქართულ-ბრიტანული კომპანია „ნინოწმინდას“ მე-100 ჭაბურღილზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს დაიღვარა.

ახალი ამბები