კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საზოგადოებრივი ტელევიზია ხელისუფლების ჯიბის ტელევიზია არ იქნება“

7 ოქტომბერი, 2004

„საზოგადოებრივი ტელევიზია ხელისუფლების ჯიბის ტელევიზია არ იქნება“

თბილისი.07.10.04. მედია ნიუსი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართა.

კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ პრინციპების დონეზე კენჭი უყარა აღნიშნულ პროექტს და მხარი დაუჭირა, მაგრამ იყო აზრთა სხვადასხვაობა. კომიტეტის სხდომის თავმჯდომარის, „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლების“ წევრის კოკა გუნცაძის აზრით, ტელემაუწყებლობა კერძო ბიზნესია, შესაძლებელია საზოგადოებრივი ტელევიზიის აქციები გაიყიდოს და მისი მართვა ხალხმა აიღოს ხელში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნაზი არონიას თქმით კი, საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხმა უნდა აკონტროლოს, მაგალითად: არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გააკონტროლონ, საზოგადოებრივ ტელევიზიაში რამდენად არის დაცული თავისუფალი აზრი. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ტელევიზია არ იქნება ხელისუფლების ჯიბის ტელევიზია.

დეპუტატი კახა კუკავა არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობიდან ზოგიერთი კოლეგის მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა გააშუქოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების ღონისძიებები. კუკავას მიაჩნია, რომ კანონპროექტში სერიოზული ცვლილებები უნდა შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პროექტისათვის მხარის დაჭერას არ აპირებს.

ახალი ამბები