კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები ერთმანეთში აერიათ

8 ოქტომბერი, 2004

პატიმრები ერთმანეთში აერიათ

თბილისი.07.10.04.მედია ნიუსი. სასჯელაღსრულებისა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების სპეცაღრიცხვის ყოფილი უფროსი ინსპექტორის დალი ჯელაძის ადვოკატი გიორგი თევზაძე მოითხოვს, გენერალურმა პროკურორმა პირადი ზედამხედველობის ქვეშ აიღოს ხელმძღვანელობის დაუდევრობის გამო 2003 წლის 15 ნოემბერს პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმრობიდან შემთხვევით გათავისუფლებული დავით ელგუჯას ძე ცერცვაძის საქმე, რომელიც დავით ზურაბის ძე ცერცვაძის ნაცვლად გაათავისუფლეს. ასევე საქმის გამოძიებას ჩამოაშორონ გამომძიებელი ირაკლი დარჩიაშვილი, რომელიც საქმეს ტენდენციურად იძიებს და შეწყდეს დალი ჯელაძის დევნა.

გიორგი თევზაძის განცხადებით, 2003 წლის 26 ნოემბერს დალი ჯელაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რადგან ჯელაძე გათავისუფლების მომენტში ავადმყოფობის გამო კანონიერ ბიულეტენზე იმყოფებოდა.

ცნობისათვის: დალი ჯელაძეს ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები