კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ოპოზიციური ორგანიზაციის ოფისი გაძარცვეს

11 ოქტომბერი, 2004

ბათუმში ოპოზიციური ორგანიზაციის ოფისი გაძარცვეს

ბათუმი.10.10.04.მედია-ნიუსი. 9 ოქტომბერს ღამით ბათუმში „ერთიანობის კავშირის“ ოფისი დაარბიეს. ბოროტმოქმედებმა ოფისიდან გაიტანეს აპარატურა, ტელევიზორი და მობილური ტელეფონი.

კავშირის წევრების განცხადებით, ადრე მომხდარ მსგავს ინციდენტზე სამართალდამცავებმა რეაგირება არ მოახდინეს. მათი დევნის მთავარი მიზეზი კი ამ ორგანიზაციის მიმართ აჭარის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულებაა.

აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლების განცხადებით კი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დარბევაში ეჭვმიტანილი პიროვნება უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ამბები