კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფანტის იარაღის ტარება აიკრძალა

12 ოქტომბერი, 2004

საფანტის იარაღის ტარება აიკრძალა

მედია-ნიუსი. 2003 წლის 1 ივლისიდან საფანტის იარაღის ტარების აკრძალვის შესახებ კანონი ოფიციალურად შევიდა ძალაში. ამ აკრძალვის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო განყოფილების უფროსმა ზურაბ ციცქიშვილმა განაცხადა, იგი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მოვიდა ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე. მან არ იცის, რა ხდებოდა და საერთოდ, რომელი კანონით მოქმედებდნენ ამ სტრუქტურის მაშინდელი თანამშრომლები.

ზურაბ ციცქიშვილის განცხადებით, ამჟამად იგი კეთილსინდისიერად და კანონის ფარგლებში ასრულებს თავის მოვალეობას. იგი მოსახლეობას განუმარტავს, რომ მათ ვისაც „შეცდომით“ ჰქონდათ ნებართვა აღებული საფანტის იარაღის ტარების შესახებ, შეუძლიათ მიმართონ შსს-ის შესაბამის სამსახურს და უსასყიდლოდ ჩაუნაცვლებენ შენახვის ნებართვით.

ახალი ამბები