კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონის პროკურორს პატიმრის წამებაში ადანაშაულებენ

15 ოქტომბერი, 2004

გორის რაიონის პროკურორს პატიმრის წამებაში ადანაშაულებენ

თბილისი.12.10.04.მედია-ნიუსი. გორის რაიონული პროკურორი არჩილ ბაბაჯანაშვილი და შიდა ქართლის ოლქის პროკურორი დავით წითური შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.

როგორც სახალხო დამცველის ოფისში 12 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ და მართლმსაჯულების ომბუდსმენმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადეს, 9 ოქტომბერს გორის რაიონულმა პროკურატურამ დააკავა მოქალაქე გიორგი მიგრიული, რომელიც რაიონის პროკურორმა არჩილ ბაბაჯანაშვილმა თავის კაბინეტში სასტიკად აწამა. დაკავებულს სხეულზე აღენიშნება არაერთი დაზიანება, მათ შორის სიგარეტის კვალი და დაჟეჟილობები. სავარაუდოდ მას ტვინის შერყევაც აქვს.

აღნიშნული ქმედების დაფარვაში აქტიურად მონაწილეობდა ოლქის პროკურორი დავით წითური. როგორც ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, დავით წითური გიორგი მიგრიაულის ოჯახის წევრებს „ამუშავებდა“ და ეუბნებოდა, რომ თუ ისინი წამების ფაქტს უარყოფდნენ, გიორგი მიგრიაულს გაათავისუფლებდნენ.

ბაჩო ახალაიას თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ ფაქტს თვითონვე შეესწრნენ.ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურას შესაბამისი წერილი წარუდგინეს, რომლითაც ისინი მოითხოვენ, რომ წამების ფაქტთან დაკავშირებით აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება. მანამდე კი, ვიდრე წითურისა და ბაბაჯანაშვილის დანაშაულებრივი კვალი დადასტურდება, ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ არჩილ ბაბაჯანაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით თვენახევრის წინ დანიშნეს.

ახალი ამბები