კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის ჯგუფები პოლიციას გააკონტროლებენ

20 ოქტომბერი, 2004

მონიტორინგის ჯგუფები პოლიციას გააკონტროლებენ

თბილისი.18.10.04.მედია-ნიუსი. 18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეკრებილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ განაცხადეს, რომ პოლიციელთა უკანონო ქმედებების გასაკონტროლებლად საქართველოს მასშტაბით მონიტორინგის 47 ჯგუფი იმუშავებს.

მათივე თქმით, ამ ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პოლიციელთა უკანონო ქმედებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნარკოტიკების ჩადებისთვის დააკავეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის უფროსი საკანდელიძე, ხოლო ადამიანის წამებისთვის ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ ამავე  პოლიციის თანამშრომელი ტუღუში დააკავა.

„სტრუქტურაში დასრულდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპი და ახლა მზად ვართ კრიმინალების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ დავიცავთ ადამიანის უფლებებს და იმასაც გეტყვით, რომ ამ კუთხით უკვე კარგა ხანია სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამ კუთხით უკვე აღძრულია 14 სისხლის სამართლის საქმე, დაპატიმრებულია 9 პირი, დანარჩენების მიმართ კი, ძებნაა გამოცხადებული. ასე, რომ, გპირდებით, მომავალშიც ძალიან მკაცრები ვიქნებით,“- განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა.

ახალი ამბები