კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დოკუმენტების გაყალბებით ქართველი ქალები საზღვარგარეთ გაჰყავდათ

21 ოქტომბერი, 2004

დოკუმენტების გაყალბებით ქართველი ქალები საზღვარგარეთ გაჰყავდათ

უშიშროების სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფირმა „ნაკო-გოგთაშ“- ის ხელმძღვანელი ნ. ნ.ე დააკავეს, რომელიც დოკუმენტების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი. უშიშროების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა წერეთელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფირმას ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ გაჰყავდა, რის შედეგად ისინი ტრეფიკინგის პირობებში ხვდებოდნენ.

„მსგავს ფირმებს ქართველები საზღვარგარეთ გაჰყავთ, ართმევენ დოკუმენტაციას და აუტანელ, მონურ პირობებში ამუშავებენ, ქალებს კი აიძულებენ პროსტიტუციით ირჩინონ თავი. უშიშროების სამინისტრო დიდი ხანია სწავლობს ამ ფირმების მუშაობას და მსგავს ღონისძიებებს სამომავლოდაც გეგმავს“,- აცხადებს უშიშროების მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია.

ტრეფიკინგის მსხვერპლნი უმეტესად ახალგაზრდა გოგონები არიან. უშიშროების სამინისტრო პროკურატურასთან ერთად, ფირმის დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირთა მხილებას ცდილობს, დაზარალებულ მოქალაქეებს კი გამოძიებასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ, როგორც დანაშაულში თანამონაწილეებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ჰპირდება.

ახალი ამბები