კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულხან მოლაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა

25 ოქტომბერი, 2004

სულხან მოლაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა

თბილისი. 25.10.04. მედია–ნიუსი. კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სულხან მოლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ღია წერილით მიმართა. წერილში მოლაშვილი მათგან სათანადო რეაგირებასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას ითხოვს.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „მისი პატიმრობა არ არის კერძო შემთხვევა და ქვეყანაში 21–ე საუკუნის ტირანიის დამკვიდრების უსუსურ და არაადამიანურ მცდელობას უკავშირდება“.

როგორც წერილშია აღნიშნული, გადაწყვეტილია მისი პოლიტიკური მკვლელობის ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავს მის ხელთ არსებული მამხილებელი მასალების განადგურებას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გზით.

„პარლამენტის და მთავრობის წევრებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური პატიმრების წამების ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, დავაიმედო ისინი, რომ მეც ვფლობ კორუფციის ისეთი საინტერესო ფაქტების შესახებ ინფორმაციებს, რომლებიც არა მარტო დააინტერესებს მთავრობისა და პარლამენტის ზოგიერთ წევრს, არამედ საფუძველიც კი შეიძლება გახდეს მათი „ვარდებით“ მოფენილი პოლიტიკური კარიერის დასასრულისა“,– წერს მოლაშვილი.

ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც გაუსწორდეს.

კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გადაწყვეტილება მისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ მოსამართლემ 23 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე მოლაშვილს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადვოკატებისა და პრესის წარმომადგენლების დასწრების გარეშე გააცნო.

ახალი ამბები