კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გათავისუფლებული თავართქილაძე საავადმყოფოში მოხვდა

25 ოქტომბერი, 2004

გათავისუფლებული თავართქილაძე საავადმყოფოში მოხვდა

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების“ წევრი, პარლამენტის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯუმბერ თავართქილაძე, რომელიც სამართალდამცავმა უწყებებმა 2 სექტემბერს ბათუმის საკოლმეურნეო ბაზრის დარბევისას დააკავეს.

თავართქილაძის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

ჯუმბერ თავართქილაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევა და მისი თბილისში გადმოყვანა.

მიუხედავად ამისა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადებით, ჯუმბერ თავართქილაძის საარჩევნო კამპანია გაგრძელდება.

დავითაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია აქტიურად ემზადება 24 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად, ყალბდება ამომრჩეველთა სიები, კერძოდ, თბილისის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობას დიდუბის რაიონში  წერენ.

დავითაშვილის თქმით, თავართქილაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის შემწყდარი და თუ ის დეპუტატი ვერ გახდება, მისივე თქმით, არ არის გამორიცხული რომ კვლავ დააკავონ.

ახალი ამბები