კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა არჩვაძე პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივლებს

25 ოქტომბერი, 2004

მანანა არჩვაძე პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივლებს

მედია-ნიუსი. ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ცილისწამებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ამ საკითხს 21 ოქტომბერს საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა და განაცხადა, რომ მთაწმინდა-კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები ხელისუფლებისაგან აშკარა ზეწოლას განიცდიან, რადგან მათ არ დააკმაყოფილეს მისი სარჩელი, სადაც იგი პრემიერ-მინისტრისაგან მისი მისამართით გამოთქმული ბრალდების უარყოფას მოითხოვდა.

ექსპრეზიდენტის ქვრივის განცხადებით, მას ზურაბ ჟვანიამ ბრალი დასდო, რომ მის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთან ორგანიზებული აქციები საქართველოში გარკვეული ქონების შეძენით დაინტერესებული პირის მიერ იმართებოდა და ამისთვის აქციის ყველა მონაწილე დღეში ხუთ ლარს იღებდა.

მანანა არჩვაძე-განსახურდიას თქმით, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მოპასუხე მხარე აღნიშნულ რაიონში  არ ცხოვრობს. რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს, რომელსაც მოსარჩელე მხარემ მიმართა, სარჩელი არ განიხილა  იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა და სახელმწიფო კანცელარია, სადაც ეს განცხადება გააკეთა, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში მდებარეობს.

ექსპრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივი აპირებს აღნიშნულ საკითხზე საოლქო სასამართლოს მიმართოს.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია საქართველოს გენერალურ პროკურატურისაგან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებასაც მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრება. იგი ასევე მოითხოვს, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, კანონიერი ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობისათვის, აეკრძალოს საქართველოს დატოვება და აღიძრას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

ახალი ამბები