სოფელ დიღმის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
თბილისი.26.10.04. მედია ნიუსი. სოფელ დიღმის მოსახლეობამ ელექტროენერგიის მოთხოვნით ღამით მარშალ გელოვანის გამზირი გადაკეტა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სოფელ დიღმის მცხოვრებთა ნაწილს დენი და წყალი უწყვეტად მიეწოდება, რამდენიმე ათეულ ოჯახს კი ელექტროენერგიასთან ერთად წყალიც შეზღუდვით აქვს.
გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში კი აცხადებენ, რომ ელექტროენერგიას შეზღუდულად მოსახლეობის ის ნაწილი იღებს, რომელიც ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.