კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ გალუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავს

28 ოქტომბერი, 2004

თამაზ გალუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავს

ვარდების რევოლუციის 1 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში კიდევ ერთხელ მოუწევს პასუხის გაცემა, მის მიერ საქართველოს მოქალაქის უფლებათა დარღვევის ფაქტზე.

საქმე ეხება თამაზ გალუაშვილის მიმართ პოლიციის მიერ 2004 წლის 6 ივნისს განხორციელებულ სპეც-ოპერაციას, რომლის დროსაც ცეცხლასასროლი იარაღით დაცხრილულ იქნა მისი ავტომანქანა და ის შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. პოლიციის განცხადებით, სპეც-ოპერაციის ჩატარების მიზეზი გახდა  გაურკვეველი პირის მიერ განხორციელებული ანონიმური სატელეფონო ზარი, რომლითაც ის იტყობინებოდა, რომ თამაზ გალუაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მოძრაობდა თბილისის ქუჩებში. დღემდე გამოძიების მასალებით არ ჩანს თუ ვინ იყო ანონიმური ზარის ინიციატორი. საეჭვოა, რომ გამოძიება დღემდე არ დაინტერესებულა არნიშნული პირის გამოვლენით, რაც დაცვის მხარეს საფუძველს აძლევს ვარაუდისათვის, რომ არავითარი შეტყობინება რეალურად პოლიციაში არ შესულა და გალუაშვილის დაკავების მოტივი არის დღემდე გაურკვეველი, უცნობი გარემოება.

პოლიციის მუშაკებმა დღის 4 საათზე  ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე - ჭავჭავაძის გამზირზე, ხალხმრავალ ადგილას ისე გაუხსნეს ცეცხლი გალუაშვილის ავტომანქანას, რომ არ განახორციელეს წინასწარი გაფრთხილება. გალუაშვილი მაშინვე დააკავეს და გადაიყვანეს ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში. მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება. პოლიციამ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის შესაბამისად, ასევე არ მოახდინა მისი ოჯახის წევრების შეტყობინება.

გალუაშვილი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და საჭიროებს ინსულინის მუდმივ ინექციას, რისი საშუალებაც დაკავების შემდგომ პოლიციამ რამოდენიმე საათის განმავლობაში არ მისცა. იგი ხელოვნურად იქნა მოქცეული სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, რაც ამ კატეგორიის ავადმყოფებისათვის წამების ტოლფასია.

გალუაშვილმა იმავე დღეს გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ტელევიზიით შეიტყო, რომ მამის კუთვნილ სახლში, მდებარე დაბა წყნეთში პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულ იქნა ავტომაური ცეცხლასაროლი იარაღი. სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, აგრეთვე გალუაშვილის პირადი ჩხრეკის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ დაკავებისას ამოღებულ იქნა ნაგანის ტიპის ცეცხლასაროლი იარაღი. გალუაშვილის განცხადებით, როგორც პირველი ისევე მეორე იარაღი პოლიციელთა მხრიდან იქნა „ჩადებული“ და მას არაფერი საერთო ამ ნივთებთან არ ჰქონდა. არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც, ასევე ადასტურებენ იარაღის  ჩადების ფაქტს, თუმცა გამოძიებამ უარი განაცხადა ამ მოწმეთა დაკითხვაზე. გალუაშვილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ფაქტზე. გამოძიება აშკარად ცდილობს მის მიერ შეთითხნილი ნივთმტკიცებებით დაასაბუთოს ბრალდება.

აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ მას-მედიის საშუალებებით ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა კრიმინალური წარსულის მქონე გალუაშვილი. ამით ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი მაშინ, როდესაც გალუაშვილი მანამდე არაერთხელ არ ყოფილა ნასამართლევი და დაკავებული იყო ბიზნესით.

პოლიციის მხრიდან უკანონო ქმედებას დაემატა ისიც, რომ 2004 წლის 28 ივნისს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. იგი მოთავსებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-7 იზოლატორში, საკანში, სადაც იყო არაადამიანური და ყოვლად გაუსაძლისი პირობები: საკანში არ იყო შუქი, წყალი, სკამი და ბუნებრივი განათებაც კი. იქ იყო სინესტე და აუტანელი სუნი. აღნიშნულ საკანში მოთავსებულ იქნა კონტროლის პალატის ყოფილი თავჯდომარე სულხან მოლაშვილიც. საკანი მოინახულეს, როგორც ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვნელმა მათიას იორშმა, ისევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ დაადასტურეს საკანში არსებული მძიმე და აუტანელი პირობები. დაპატიმრების შემდეგ გალუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა. მითუმეტეს, რომ ის დიაბეტის გარდა დაავადებულია გულის იშემიითა და თირკმელების უკმარისობით.

თამაზ გალუაშვილის მიმართ დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-6 მუხლები. მისი დაკავებისას სახელმწიფომ გადაამეტა აუცილებელი ძალის გამოყენების ზომას და პრაქტიკულად ადამიანს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნა ცეცხლი, რითაც რისკის ქვეშ დააყენა ევროკონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება.

ახალი ამბები