კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები ორ კვირაში გაიმართება

2 ნოემბერი, 2004

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები ორ კვირაში გაიმართება

თბილისი.31.10.04.მედია-ნიუსი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ორგანიზაციის დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთო კრებაზე გამგეობის შვიდი ახალი წევრი აირჩიეს, რომელთა შორისაც არიან იურისტი დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი.

უახლოეს ორ კვირაში კი შედგება ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნები, რომლის დროსაც ერთ-ერთი კანდიდატი თავმჯდომარის მოვალეობის ახლანდელი შემსრულებელი ანა დოლიძე იქნება. რაც შეეხება თინათინ ხიდაშელს, იგი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას აღარ გეგმავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1994 წლის 9 სექტემბერს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორები, სხვებთან ერთად, საქართველოს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილიც იყვნენ, თუმცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 30 ოქტომბერს გამართულ საიუბილეო მიღებაზე არ მისულან. მიღებას არ დასწრებია არც საქართველოს პრეზიდენტი, ახალგაზრდა იურისტებს იუბილე მისმა მეუღლემ სანდრა რულოვსმა მიულოცა.

ახალი ამბები