კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ უდაბნოს სასმელი წყალი თვეში ერთხელ მიეწოდება

2 ნოემბერი, 2004

სოფელ უდაბნოს სასმელი წყალი თვეში ერთხელ მიეწოდება

თბილისი.26.10.04.მედია-ნიუსი. სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს 100-მდე მოსახლემ, რომლებიც ხელისუფლებისაგან სოფელში სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ.

მათი განცხადებით, სოფელს სასმელი წყალი თვეში ერთხელ მიეწოდება, რაც ტიფის დაავადების გავრცელების მიზეზი გახდა. სასმელი წყალი, რომელიც ამჟამად მიეწოდება სოფელს, იმდენადაა დაბინძურებული, რომ ადამიანებისთვის კი არა ცხოველებისთვისაც უვარგისია.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საპროტესტო აქციას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელისუფლება არ მისცემს პირობას, რომ უახლოეს მომავალში სოფელ უდაბნოს სასმელი წყლით ყოველდღიური მომარაგება აღუდგება.

საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გარი ბუხნიკაშვილი არ ადასტურებს სოფელ უდაბნოში მუცლის ტიფის გავრცელების ფაქტს, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ სოფელ უდაბნოში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მართლაც სერიოზულად დგას.

მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტა რაიონის ძალებით შეუძლებელია, რადგან სოფელ თოხლიაურიდან სოფელ უდაბნომდე გამავალი სასმელი წყლის 50 კილომეტრის სიგრძის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და მის რეაბილიატაციას მილიონი ლარი სჭირდება, რისი გაღებაც რაიონის ბიუჯეტს არ შეუძლია.

„ამ პრობლემის შესახებ ჩვენი რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ნაცვლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება,“- განაცხადა „მედია-ნიუსთან“ საუბრისას გარი ბუხნიკაშვილმა.

სოფელ უდაბნოში ტიფის გავრცელებას უარყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავაც და აცხადებს, რომ ტიფის მსგავსი რთული დაავადების დიაგნოზი სტაციონარული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. სტაციონარში დაფიქსირებული თუნდაც ერთი შემთხვევა კი აუცილებლად გახდებოდა ცნობილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის.

ახალი ამბები