კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა კენჭი თურმე არარსებულ საგადასახადო კოდექსს უყარა

9 ნოემბერი, 2004

პარლამენტმა კენჭი თურმე არარსებულ საგადასახადო კოდექსს უყარა

თბილისი.08.11.04.მედია-ნიუსი. „ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტმა კენჭი პირველი მოსმენით გასულ კვირას უყარა და მიიღო კიდეც, პარლამემტში არ არის,“- აცხადებს „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლების“ წევრი ზურაბ ტყემალაძე.

როგორც ტყემალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მან მისწერა ოფიციალური წერილი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომ მათ ასევე ოფიციალურად მიეწოდებინათ ის ვარიანტი, რასაც კენჭი ეყარა. ანუ საუბარია იმაზე, რომ თავად დოკუმენტი არ არსებობს და პარლამენტმა მხოლოდ პრინციპების დონეზე მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი.

„მას შემდეგ, რაც საორგანიზაციო დეპარტამენტს წერილი მივწერე, სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი ჯერაც არ მოუწოდებიათ. პარლამენტში არ არის ის ვარიანტი და ვერც ვერავინ  მეუბნება, რას ვუყარეთ კენჭი. პარლამენტი კომიკურ მდგომარეობაში იმყოფება,“- აღნიშნა „მედია-ნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ტყემალაძემ.

ახალი ამბები