კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისი საერთაშორისო ტრეინინგ-სემინარს მასპინძლობს

12 ნოემბერი, 2004

თბილისი საერთაშორისო ტრეინინგ-სემინარს მასპინძლობს

თბილისი.12.11.04.მედია-ნიუსი. თბილისი პირველ საერთაშორისო ტრეინინგ-სემინარს - „სტამბოლის პროტოკოლს“ მასპინძლობს, რომელიც 12 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნა. სემინარი წამების ფაქტების გამოძიებას ეძღვნება.

სემინარში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ, როგორიცაა დანიიდან „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო,“ აშშ-დან „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ და თურქეთიდან „ადამიანის უფლებათა ფონდი.“

„სტამბულის პროტოკოლში“ აქტიურად მონაწილეობენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები -ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია,“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „საქართველოს ექიმთა ასოციაცია.“

სემინარზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ წამების მხრივ საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა და ეს ფაქტი დაფიქსირებულია ყველა საერთაშორისო დიკუმენტში, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება.

სემინარს დაესწრო სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც, რომელმაც აღიარა, რომ მისი დაპირება, აღეკვეთა წამების ფაქტები, არც ისე ადვილად შესასრულებელი გამოდგა, რადგან იმ ადამიანების გამონახვა გაჭირდა, რომლებიც წამების ფაქტებს გააკონტროლებენ.

„ჯერჯერობით სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს ამის სახსრები, მაგრამ ვეძებთ გზებს,“- აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ტრეინინგში მონაწილეობს 75 ექსპერტი, 50 ექიმი და 25 იურისტი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან

ახალი ამბები