კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება აჭარის საარჩევნო კომისიაში

12 ნოემბერი, 2004

დაპირისპირება აჭარის საარჩევნო კომისიაში

თბილისი.12.11.04.მედია-ნიუსი. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) საკადრო ცვლილება განხორციელდა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გათავისუფლდა რესპუბლიკური პარტიის წევრი გუგული დუიძე და მისი ადგილი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თამაზ შარმანაშვილმა დაიკავა.

როგორც დუიძე აცხადებს, იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მითითებით დაითხოვეს, რადგან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია და პროტესტს გამოთქვამდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გაყალბდა.

უსკოს თავმჯდომარის ირაკლი ფაღავას განმარტებით კი, დუიძე კომისიის წევრად რჩება და ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნება.

ცნობისთვის: უსკოში სულ რვა წევრია და ორ-ორი ადგილი „ნაციონალებს,“ „მრეწველებს,“ რესპუბლიკელებსა და უმაღლესი საბჭოს წევრებს ეკუთვნით.

ახალი ამბები