კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნების სასამართლო პროცესი 18 ნოემბრისთვის გადაიდო

12 ნოემბერი, 2004

ჩეჩნების სასამართლო პროცესი 18 ნოემბრისთვის გადაიდო

თბილისი.11.11.04.მედია-ნიუსი. ხუთშაბათისთვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაგეგმილი ხუთი ჩეჩენი პატიმრის საქმის განხილვა 18 ნოემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ბრალდების მხარის გამოუცხადებლობა იყო.

არასამათავრობო ორგანიზაცია „კავშირი კონსტიტუციის 42-ე მუხლი,“ რომელიც ჩეჩნების უფლებებს იცავს, თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს. ამ განაჩენით ხუთივე განსასჯელს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ხანჩუკაევი, ჩაგამედოვი, ისაევი, კუშტანაშვილი და ალიევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2002 წლის ივნისში დააკავეს და ბრალად საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა და ქვეყანაში იარაღის შემოტანა დასდეს. მოგვიანებით, როდესაც რუსეთში მათი ექსტრადიცია მზადდებოდა, ხანჩუკაევმა, მაგამედოვმა, ისაევმა, კეშტანაშვილმა და ალიევმა წინააღმდეგობა გაუწიეს ციხის ადმინისტრაციას, სწორედ ამის გამო მიესაჯათ მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამ ეტაპისთვის ხუთივე მსჯავრდებულს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის და იარაღის შემოტანის ბრალდება მოხსნილი აქვთ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხუთივე მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს.

ახალი ამბები