კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აჭარა P.S.“ არასამთავრობოებმა შეუტიეს

12 ნოემბერი, 2004

„აჭარა P.S.“ არასამთავრობოებმა შეუტიეს

ბათუმი.11.11.04.მედია-ნიუსი. 11 ნოემბერს ბათუმში გაზეთ „აჭარა P.S.-ის რედაქტორმა და ჟურნალისტებმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აჭარაში თავისუფალ სიტყვას საფრთხე ექმნება.

„აჭარაში თავისუფალ სიტყვას საფრთხე შეექმნა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომელთა უკან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან,“- განაცხადა „აჭარა P.S.“-ის რედაქტორმა ტარიელ ქათამაძემ.

ჟურნალისტების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ანტიკორუფციული საბჭოს, ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციისა და სხვა არასამთავრობოების მხრიდან გაზეთის მისამართით აშკარა მუქარა ისმის. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გაზეთი ბათუმის რევოლუციის შემდეგ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროებით დაინტერესდა.

ჟურნალისტური მოკვლევის დაწყებისთანავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აბსურდული ბრალდებების შემცველი განცხადებები გაკეთდა.

გაზეთის რედაქტორი აცხადებს, რომ „აჭარა P.S.”- ის ჟურნალისტები დაცული არ არიან არასამთავრობოების აგრესიისგან და ცდილობენ სამართალდამცავების საქმის კურსში ჩაყენებას.

ახალი ამბები